გიგი უგულავა ფოთელებს - უნდა შემოხაზოთ ნებისმიერი 41-ის გარდა და ნახავთ, როგორ დაიშლება მთელ საქართველოში ოლიგარქია

ვაპირებდი პასუხი გამეცა იმ ტყუილების და სიბინძურისთვის, რასაც მთელი ეს დღეებია ვისმენთ პრემიერად წოდებული არსებისგან, მაგრამ გადავიფიქრე, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც უგულავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნის ხსნის ერთადერთი გამოსავალი არის 2 ოქტომბრის რეფერენდუმი.

„მთელი თვის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ფოთის განვითარებაზე და იმ იდეებზე, რომელმაც ფოთი უნდა გამოიყვანოს ნახევრად მძინარე მდგომარეობიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა და ოლიგარქიამ შეიყვანა. უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ხსნის არის 2 ოქტომბრის რეფერენდუმში, თუ შედგება რეფერენდუმი, შედგება ჩვენი ქვეყანა, საკითხი ძალიან მარტივად დგას. უნდა შემოხაზოთ ნებისმიერი 41-ის გარდა და ნახავთ, როგორ დაიშლება მთელ საქართველოში ოლიგარქია“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მან ფოთის მასშტაბით ოთხი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. კერძოდ, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები იქნებიან: ლევან ბერიძე (გირჩი - მეტი თავისუფლება) - ფოთი; ლაშა რუხაია (ენმ) - ნაბადა; ირაკლი დუნდუა (ევროპული საქართველო) - ნაბადა ორი; დავით ბაბილუა (ენმ) - კუნძული; გიორგი შამუგია (ევროპული საქართველო) - კუნძული ორი; ჟანა ჩაჩავა (ენმ) - მალთაყვი; გელა მექვაბიშვილი (ერთიანი საქართველო) - მალთაყვა ორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა