პრემიერი - დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი, კარგად გავერთობით, დავახვედრებ ჰალსტუხების ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში - რატომ ვერ ჩამოდის როგორ ფიქრობთ? იმიტომ, რომ ლაჩარი, კურდღელი და მშიშარა კაცია

თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. 8-9 წელი გავიდა რატომ ვერ ჩამოდის როგორ ფიქრობთ? იმიტომ, რომ ლაჩარი, კურდღელი და მშიშარა კაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით მის გეგმებზე განცხადების გაკეთება დააანონსა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის ნებისმიერი მორიგი "სულელური პროვოკაცია" მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს იწვევს.

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი, ძალიან კარგად გავერთობით. მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში, გარემონტებულ ციხეში. აი, ეს არის სააკაშვილის ბედი.

კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქეთ აღარაფერი არსებობს. ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და მიწაზე იფორთხიალა. გახსოვთ კადრები მერე როგორ ათრიეს უკრაინაში თმებით. ასე რომ, ნებისმიერი მისი ეს მორიგი სულელური პროვოკაცია მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს იწვევს, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. 8-9 წელი გავიდა რატომ ვერ ჩამოდის როგორ ფიქრობთ? იმიტომ, რომ ლაჩარი, კურდღელი და მშიშარა კაცია" , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო