ბადრი ჯაფარიძე - 20-21 ივნისის საქმეზე „ქართული ოცნების“ კანონპროექტი შესაძლო დამნაშავეების მიმართ ამნისტიის განხორციელებას გულისხმობს

ჩვენს ამნისტიის კანონპროექტს “ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა, მათ მიერ შემოთავაზებული კანონი კი მიუღებელია, რადგან ის გაცილებით უფრო ფართო ამნისტიაზეა გათვალისწინებული, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის საქმეზე “ქართული ოცნების” ამნისტიის კანონი შესაძლო დამნაშავეების გათავისუფლებას მოიცავს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებული არ ყოფილა.

„რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონს, რაც გათვალისწინებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით, ის სწორად აისახა ჩვენს მერ შეთავაზებულ კანონში. “ქართულმა ოცნებამ” ჩვენს კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, მათ მიერ შემოთავაზებული კანონი მიუღებელია, რადგან ის გაცილებით უფრო ფართო ამნისტიაზეა გათვალისწინებული და მოიცავს სწორედ შესაძლო, დამნაშავეების მიმართ ამნისტიის განხორციელებას და ასეთი რამ შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებული არ ყოფილა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს