ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით ხორციელდება - ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეთ!

მინდა შეგახსენოთ, დღეს არავითარი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით ხორციელდება - ეს არის ის, რაც უნდა გახსოვდეთ პირველი მოსმენის, მეორეს მოსმენის და მესამე მოსმენის დროს! - ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეთ! - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს მიმართა.

კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ მმართველ გუნდს არა თუ უარი არ უთქვამს შეთანხმების შესრულებაზე, არამედ პირიქით, “შეთანხმება არ არის და იმასაც მივყვებით“.

“ჩვენ ბრიფინგზე ვთქვით, რომ შეთანხმების ანულირების მიუხედავად, კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაგრძელდებოდა. ანულირების პირობებშიც კი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ზეპირი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ და მას მივყვებით. წარმოდგენილი პროექტი ბოლომდე იქნება განხილული პირველი, მეორე და მესამე მოსმენით კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა