ლევან დავითაშვილი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch პრეზიდენტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის Camille Bloch პრეზიდენტს, დანიელ ბოშს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიის Camille Bloch წარმომადგენლებმა საქართველოში თხილის ინოვაციური გზით წარმოების პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვეიცარიული კომპანიის პრეზიდენტმა, დანიელ ბოშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თხილის წარმოების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და თხილის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. Camille Bloch წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ქართულ მხარესთან თხილის წარმოებაში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების გამოყენების გამოცდილების გაზიარების კუთხით ითანამშრომლონ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

„თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც თხილის წარმოება, ასევე მისი ხარისხი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული ევროპული გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Camille Bloch კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე, ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია, თხილის პირველ მოსავალს, 2025 წლისთვის ელოდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?