ეკატერინე ტიკარაძე - როცა 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია

როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლოს.

“ჩვენ საკმაოდ დადებითი პროგნოზი გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი დაკლებულია, რაც პროგნოზულად იმის მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწევს. როდესაც 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4 % იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია“,-აღნიშნავს ტიკარაძე.

რაც შეეხება მოზარდების ვაქცინაციას, როგორც მინისტრი აღნიშნავს, იმუნიზაციის საბჭომ 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე იმსჯელა.

„12 წლიდან ზევით გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დიაგნოზიდან გამომდინარე დავუშვით ბავშვების ვაქცინაცია. ამასთან დაკავშირებით საბჭომ დღესაც იმსჯელა, რათა შესაბამისი ჯგუფის მხრიდან მოხდეს ამ მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციების გაცემა“,-აღნიშნავს მინისტრი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ