ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდები აჭარის, როგორც ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების, მტაცებელი ფრინველების სახეობებისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარების შესახებ ღებულობენ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ ტურების დაგეგმვასა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარებათ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა დ ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

"აჭარა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რაც ორნითოლოგებს, ფრინველებზე დამკვირვებლებსა და ეკოტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს. ისინი მტაცებელი ფრინველების გადაფრენას აჭარის თავზე 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე აკვირდებიან.

ფრინველებზე დაკვირვების მნიშვნელოვან ადგილებს სოფელი სახალვაშო, ჩაისუბანი, ჭოროხის დელტა, ბათუმის ზღვისპირა პარკი და ნავსადგური წარმოადგენს. ჩაისუბანსა და სახალვაშოში სპეციალური სადამკვირვებლო პლატფორმებია მოწყობილი, სადაც სპეციალისტები გადამფრენ ფრინველებს ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა