პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გენადი მაკარიძის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გენადი მაკარიძის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

შესაბამისი გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფი მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდება.

სამუშაო ჯგუფის მდივანი ფრაქცია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი იქნება.

სამუშაო ჯგუფში 13 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, ხოლო ყველა დანარჩენ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და პარლამენტის უფრაქციო წევრებს - თითო-თითო წევრი.

სამუშაო ჯგუფში კვოტები, ასევე განსაზღვრულია პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვის.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს