ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა

ზურაბ აბაშიძემ ვერის მოსახლეობასთან ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მმართველი პარტიის მხრიდან თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მან შეხვედრა ვერის მოსახლეობასთან ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე გამართა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ახალი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რაიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

„მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამომავლო პროექტების დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, მთაწმინდის რაიონის განვითარების შეუქცევადი პროცესი, რომელიც უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებით გაგრძელდება.

ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აცრა მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც დაინფიცირების, ასევე, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკს და დღეს ის პანდემიისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით, რეგულარულად გამართავს“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო