დიმიტრი ზურაბიშვილი - ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით,  მცხეთის  მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული მასშტაბური პროექტი განხორციელდა, თუმცა რჩება გადასაჭრელი საკითხები

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით, მცხეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თუმცა, კვლავ რჩება საკითხები, რომელსაც გადაჭრა სჭირდება, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ მცხეთის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ზურაბიშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა ყურადღება ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების საჭიროებაზე გაამახვილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. „რთულია, ვისაუბროთ მცხეთის განვითარებაზე მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. ქალაქი ვერ ახერხებს წინსვლას, რაც თითოეული ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. შესაბამისად, ჩემი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ამის გადაწყვეტა. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში თუ დასახლებაში არაერთი მუნიციპალური პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი აქაც ბევრია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი მხარდაჭერა თქვენს ოჯახებს, სოფლებს და ქალაქს კეთილდღეობას მოუტანს. მცხეთის მუნიციპალიტეტში დავიბადე და გავიზარდე, თქვენს გვერდით, უბრალო და მშრომელი ხალხის ოჯახში. ვიცნობ ქალაქის და თითოეული სოფლის მოსახლეობას. ვიცი, თქვენი პრობლემებიც და სურვილებიც, ტკივილიც და სიხარულიც. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პატივი მაქვს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვიყო და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. პოლიტიკაში მოვდივარ ძლიერ გუნდთან ერთად, რომლის მთავრი ღირებულებაც ხალხის სამსახურში ყოფნაა. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაში და ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: გიორგი ელოშვილი, გიორგი კვახაძე, თემურ ლელუაშვილი, გიორგი ჯიქია, გიორგი კუპრაშვილი, თევდორე კახუაშვილი, გელა ბაქრაძე, ჯონდო მუზაშვილი, ჯონი ბაშარული", - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა წარდგენისას.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას