კახა კუჭავა - 2024 წელს ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე წარვადგინოთ

სამი წლის შემდეგ, 2024 წელს, ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ განაცხადი წარვადგინოთ ევროკავშირის წევრობაზე და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად, როდესაც გვექნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი რეგიონები და ძლიერი თვითმმართველობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ მცხეთაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა მცხეთაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

კახა კუჭავას თქმითვე, საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს.

„მოგესალმებით მცხეთელებო, მივესალმები ამ უძველეს ისტორიულ ქალაქს. ქალაქ-მუზეუმს, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი და ღირსეული ადგილი უჭირავს. არ შეიძლება ემოციებით არ ისაუბრო, როდესაც სვეტიცხოვლის წინ დგახარ, დიდოსტატის მარჯვენა რომ ეტყობა, ეტყობა თუ რა სიდიადით, სიძლიერით აღიმართა და დგას დღესაც. არა მარტო სვეტიცხოველი, მთლიანად მცხეთა წარმოადგენს ძლიერი საქართველოს სიმბოლოს. საქართველოს პირველი დედაქალაქი , ადგილი, საიდანაც ჩვენი მართლმადიდებლური რელიგია სახელმწიფო რელიგიად.

გამოვაცხადეთ. მცხეთა ყოველთვის რჩებოდა იმ ადგილად, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს. როდესაც ვსაუბრობთ მცხეთაზე, ვსაუბრობთ იმ ევროპულ მომავალზე, რომელიც თავიდანვე ქართველი ხალხის არჩევანი იყო და ყოველთვის იქნება ის საბოლოო მიზანი, რასაც აუცილებლად მივაღწევთ.სულ ახლახანს დავბრუნდი ავსტრიიდან, სადაც ჩატარდა მსოფლიოს პარლამენტის თავმჯდომარეთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია. როდესაც ისინი საუბრობენ საქართველოზე, საუბრობენ ევროპაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, იმისათვის, რომ საქართველო ნამდვილად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ისინი გვერდში გვიდგანან ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ. რადგან სამი წლის შემდეგ, 2024 წელს, ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ განაცხადი წარვადგინოთ ევროკავშირის წევრობაზე და ამას გავაკეთებთ ყველა ერთად, როდესაც გვექნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი რეგიონები და ძლიერი თვითმმართველობა. მცხეთაში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

არ შეიძლება ამას უბრალოდ არ ვხედავდეთ. დღეს მცხეთა სულ სხვა სახით არის წარმოდგენილი. როდესაც მცხეთის მუნიციპალიტეტზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ სოფლის მეურნეობაზე. სანამ მცხეთაში მოვიდოდით, ვიყავით ჯიღაურას მეურნეობაში, რომელიც უნიკალურია და რა თქმა უნდა, ამისთვის უდიდესი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს პირადად, რომელმაც შეძლო უნიკალური, 600-ზე მეტი ყურძნის ჯიშის აღდგენა, რითაც დღეს მდიდრები ვართ და ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ მეღვინეობა.

თუ ადრე იყო რამოდენიმე ქარხანა, დღეს არის ძალიან ბევრი ოჯახური მეღვინეობა, ბიზნესი. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და გვჭირდება ის მომავალი, რომელსაც ერთად ვქმნით. როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, აუცილებლად უმდა ვახსენოთ გამოწვევა, რომლის წინაშე დღეს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას და ეს არის პანდემია.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია და ამით დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ახლობლები, რადგან სხვა გამოსავალი აცრისა და რეკომენდაციების დაცვის გარდა არ არსებობს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. იმ მიზნების განსახორციელებლად, რომელიც რეგიონის გაძლიერებისთვის აუცილებელია, მნიშვნელოვანია ძლიერი მერი და ძლიერი საკრებულო. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, რომლის გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, რადგან „ქართული ოცნება“ უალტერნატივო ძალაა. მხარი დავუჭიროთ მცხეთის განვითარებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა