ამირან სალუქვაძე - „ოცნებამ“ რომც წააგოს ადგილობრივი არჩევნები, პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა მაინც არ დადგება, რადგან არჩევნები აღიარებულია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, ვიდრე მოახლოებული არჩევნების აქტუალურ თემებს შევეხებოდეთ, გვერდს ვერ აუვლით პარლამეტნის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ის რომ 2% ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად დეპუტატთა რიცხოვნობის ცვლილებას პარლამენტი მიიღებდა, ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მმართველი გუნდის უმრავლესობამ უარი თქვა მხარი დაეჭირა გენპროკურორის დანიშვნის წესის შეცვლასა და სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებას.

არადა, ამას ჩვენგან არა მარტო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, არამედ ასევე OECD -ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ითხოვდა. ამასთან დაკავშირებით ვნახეთ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოს საკმაოდ კრიტიკული შეფასებები.

როგორ შეაფასებდით იმას, რომ უკანასკნელი ორი თვის მანძილზე მმართველმა გუნდმა გადადგა იმგვარი ნაბიჯები, რამაც აშკარად გაკვირვებული დატოვა ბრიუსელი და ვაშინგტონი?

- ჩემთვის უჩვეულო საკითხებზე გვაქვს ინტერვიუ. მკითხველი ნუ დამძზრახავს. შევეცდები ისე გიპასუხოთ, რომ იურისტთა სფეროში არ შევიჭრა. ბარიერთან დაკავშირებით იყო ვერსიები, თუმცა ზუსტად რამდენ პროცენტზე შეჩერდებოდნენ, საბოლოოდ ახლა გახდა ცნობილი.

ბარიერის დაწევის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ ვითარდებიან. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ დარეგისტრირებულ პარტიათა 80-90%-ს ან პულსი არ ესინჯებათ, ან მათი რეიტინგი სოციოლოგიური ცდომილების ფარგლებშია.

ჩვენ უნდა წავსულიყავით პარტიათა გამსხვილების გზით, მაგრამ პოლიტიკაში მყოფი პირები, ვერ ელევიან საკუთარ, ხაზს ვუსვამ, საკუთარ პარტიებს და პოლიტიკურ საქმიანობას.

ოპოზიციური პოლიტიკური ველი უზურპირებული აქვთ ფულიან პარტიებს. მათ საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ მიერთებული ეს ერთკაციანი პარტიები. მათ უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ.

ოპოზიციური პოლიტიკური ველი უზურპირებული აქვთ ფულიან პარტიებს. მათ საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ მიერთებული ეს ერთკაციანი პარტიები. მათ უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ

ამათაც უხარიათ. მათი მეშვეობით ახდენენ პოლიტიკური პროცესის, მათ შორის არჩევნების შედეგების საბოტაჟს, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერასაც. მათ აჩვენებენ, რომ პრეტენზია მხოლოდ ჩვენ კი არ გვაქვს, არამედ ჩვენს გვერდით 20-30 პარტიაა.

ამ სიმრავლით მოახერხეს არჩევნების შედეგების და პოლიტიკური პროცესის საბოტაჟი და საჭირო გახდა ჩვენი პარტნიორების ჩარევა ჩვენი პარტიების მოსარიგებლად. ამ მორიგებისას გადაწყდა ბარიერის დაწევა.

დღეს ეს ერთკაციანი პარტიები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე 63 ოლქში ფორმალურად მაინც, ოლიმპიური პრინციპით, კანდიდატები დააყენონ. მხოლოდ რამდენიმე პარტიაა, რომლებიც ყველა ოლქში წარსდგებიან.

პარტიათა უმეტესობა კი 63-დან მხოლოდ რამდენიმე ოლქში არიან წარმოდგენილები. სრული ჭაობია ოპოზიციურ ფლანგზე. ამ პრობლემაზე უნდა ვსაუბრობდეთ უფრო აქტიურად.

პირადად წინააღმდეგი ვარ ბარიერის დაწევის. 3%-ანი ბარიერი მოახდენდა პარტიათა გამსხვილების წახალისებას. როგორც ჩანს, მცირე პარტიების ლიდერებს ეს არ სურთ.

პირადად წინააღმდეგი ვარ ბარიერის დაწევის. 3%-ანი ბარიერი მოახდენდა პარტიათა გამსხვილების წახალისებას. როგორც ჩანს, მცირე პარტიების ლიდერებს ეს არ სურთ

რაც შეეხება პროკურორის არჩევის საკითხს. არ ვიცი რატომ დარჩა დასავლეთი გაოცებული. ალბათ გააოცათ, რომ საქართველოში გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც სუვერენულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ვინც უკეთ ჩაიხედა პროცესებში, არ ჰქონიათ გაოცება. მაგალითად, სენატორი რიში, რომელიც ცნობილია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობებით, „ნაცმოძრაობის“ მიერ უკვე ანულირებული მიშელის შეთანხმებაზე 4 თვით დაგვიანებით მიერთების შესახებ აცხადებს, რომ ეს ხელმოწერა დაგვიანებული იყო.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ შეთანხმების ბოიკოტირებით “ქართულ ოცნებას” მისგან გასვლის შესაძლებლობა მისცა. 100 დღე ხელს არ აწერ და ხელმომწერისგან შესრულებას ითხოვ, სადაური ნორმაა?

მოეწერათ ხელი დროულად მიშელის შეთანხმებაზე და ექნებოდათ ხმების 3/5-ით პროკურორის დანიშვნის წესი. ვინც ხელი არ მოაწერა, რა პრეტენზიები აქვთ?!

- ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ვენეციის კომისია ცდება, არაკორექტული რეკომენდაცია წარმოგვიდგინა“. მეტიც, მან ამ მოთხოვნას "მახინჯი წესი" უწოდა.

არადა, ამ წესის შეცვლას ვენეციის კომისია და ასევე ევროკავშირი იმიტომ ითხოვენ, რომ გენ.პროკურორი მმართველი პოლიტიკური ძალის გავლენებისგან თავისუფალი ყოფილიყო.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ სურს მუდმივად ჰყავდეს მასზე დამოკიდებული გენ.პროკურორი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ შემოთავაზებულ წესს არ მივიღებთ, ევროკავშირთან და აშშ-სთან სულ გვექნება პრობლემები, რადგან ისინი დემოკრატიას პირველ რიგში სწორედ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას უკავშირებენ.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და ვარაუდობს, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ შეძლებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს?

- როგორც მახსოვს, გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, -"ვენეციის კომისია ცდებაო?" მახინჯი მოდელი კი უწოდა, რაშიც ვეთანხმები.

თქვენს დასკვნებს ვერ დავეთანხმები. პროკურორის არჩევის წესი, ან საარჩევნო ბარიერი რა კავშირშია დასავლეთთან დაშორებასთან? დასავლეთში ყველგან სხვადასხვა მოდელი არსებობს. აშშ-ში, თუ არ ვცდები, პრეზიდენტი ნიშნავს, სენატი ამტკიცებს. თანამდებობიდან გათავისუფლება პრეზიდენტს შეუძლია.

„ოცნებას“ პოლიტიკურად დამოკიდებული პროკურორი რომ უნდოდეს, 3/5-ით დანიშვნა იდეალური ვარიანტია, რადგან ვერ წარმომიდგენია ასეთი მაღალი ნდობით ჩვენს ქვეყანაში როგორ უნდა აირჩიო პროკურორი, როცა ასეთი დაბალი პოლიტიკური კულტურაა?! 150-დან 90 დეპუტატი ვერასდროს შეთანხმდება.

ოცნებას“ პოლიტიკურად დამოკიდებული პროკურორი რომ უნდოდეს, 3/5-ით დანიშვნა იდეალური ვარიანტია, რადგან ვერ წარმომიდგენია ასეთი მაღალი ნდობით ჩვენს ქვეყანაში როგორ უნდა აირჩიო პროკურორი, როცა ასეთი დაბალი პოლიტიკური კულტურაა?! 150-დან 90 დეპუტატი ვერასდროს შეთანხმდება

შესაბამისად, რასაც ოპოზიცია, უფრო სწორად, ანულირებული შეთანხმების თანახმად პარტნიორები გვთავაზობდნენ, გენპროკურორს ზუსტად პოლიტიკურად დამოკიდებულს გახდიდა, რადგან კანდიდატურის 2-ჯერ ჩაგდების შემთხვევაში, მათი ვერსიით, პროკურორის არჩევა უკვე მარტივი უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, ოღონდ უკვე არა 6 წლით, არამედ 1 წლით იქნება შესაძლებელი.

რაც უფრო მოკლე ვადით ნიშნავ, მით უფრო დამოკიდებული ხდება პოლიტიკაზე. ეს ხომ მარტივია? რატომ ითხოვენ ასეთ მოდელს, სრულიად გაუგებარია.

- ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, ხოლო მმართველი გუნდის მტკიცებით 2 ოქტომბერი მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი რიტორიკა აშკარად სცდება მუნიციპალური არჩევნების თემატიკას.

ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური საკითხია - 2 ოქტომბერი ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის. თქვენთვის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის?

- ოპოზიციისთვის 2 ოქტომბერი არც რეფერენდუმია, არც არჩევნებია. მათთვის მორიგი რევოლუციური მუხტის საბაბია. ზოგადად, ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობის ასე მაღალ დონეზე აწევა, მავნეა პოლიტიკური ცხოვრებისთვის, საარჩევნო პროცესისთვის. ამას ამ სფეროს ნებისმიერი სპეციალისტი დაადასტურებს.

ოპოზიციისთვის 2 ოქტომბერი არც რეფერენდუმია, არც არჩევნებია. მათთვის მორიგი რევოლუციური მუხტის საბაბია. ზოგადად, ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობის ასე მაღალ დონეზე აწევა, მავნეა პოლიტიკური ცხოვრებისთვის, საარჩევნო პროცესისთვის

ამავე დროს, ოპოზიციას თუ სურდა ყბადაღებული 43%-ის ბარიერის საკითხი ქმედითად დარჩენილიყო, ისევ გავიმეორებ, მიშელის შეთანხმებაზე მანამდე უნდა მოეწერა ხელი, სანამ "ქართული ოცნება" მას დატოვებდა. ახლა კი თემა დახურულია და ეს აკვიატება ემსახურება მხოლოდ არჩევნების შედეგების მორიგ ბოიკოტირებას.

ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ წლებში.

იცით ჩემი პოზიცია. საზოგადოებას უნდა მიეცეს ახალი პოლიტიკური ძალების, ახალი რესურსების გამიძებნის დრო და საშუალება. რიგგარეშე არჩევნები კი ისევ ურეიტინგო, ერთკაციან პარტიებს მოგვცემს. რა სარგებელს ნახავს საზოგადოება?

2020 წლის არჩევნები აღიარებულია. ოპოზიცია და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები უნდა მოემზადონ 2024 წლისთვის. თუმცა, ოპოზიციის მხრიდან შეცდომების და ვითარების გაანალიზების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

- დარჩენილ დროში რა შანსები აქვს ოპოზიციას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა, და რა შანსები აქვს მმართველ გუნდს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერს მხოლოდ მუნიციპალურ არჩევნები ჩატარდება?

- ის რაც კონსტიტუციური ნორმაა, მტკიცება არ სჭირდება.

- ივანიშვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ მის გარეშე დარჩენილი მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს თუ მივადევნებთ თვალს, სულ უფრო აშკარაა, რომ ივანიშვილის გარეშე ისინი იმ ტიპის განცხადებებს, რასაც აკეთებენ, ვერ და არ გააკეთებდნენ.

ვხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურადაა ჩართული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან ქვეყანაში ჩამოსვლა ამჯერადაც დააანონსა, მაგრამ ახლა მგონი გაცილებით დამაჯერებლად, ვიდრე წინა შემთხვევებში.

2 ოქტომბრის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არჩევანია? სავარაუდოდ, როგორ აისახება სააკაშვილის განცხადებები ჩამოსვლის შესახებ საარჩევნო პროცესზე და ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესზე?

- ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოში სუნთქვის, თავისუფალი გადაადგილების, თავის ყოფილ გუნდთან ურთიერთობის უფლება ხომ აქვს? თუმცა, თქვენი კითხვა მხოლოდ ვარაუდია. ვარაუდის დონეზე ვიმსჯელოთ ესაუბრება თუ არა თავის ყოფილ გუნდს?

ამ დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსებით ინახავენ ტელევიზიებს, სააგენტოებს და არათუ მართავს მთელ ოპოზიციას, არამედ ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მოხდენას. რატომ არ სვამენ ამ კითხვებს?

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს სერიოზულად არ განვიხილავ. გუშინ იუარა 17-ჯერ არა, ერთხელ ვთქვიო. რა შეფასება უნდა გაკეთდეს?!

- „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა მეტ-ნაკლებად გასაგებია.

როგორ შეაფასებდით ძირითადი პოლიტიკური ძალების საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას? რომელი მათგანი შეიძლება მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდეს ამომრჩევლისთვის?

- „ნაცმოძრაობის“ და მისი მოკავშირე პარტიების, მათ შორის ახლადშექმნილის, მთავარი სტრატეგიაც და ტაქტიკაცაა აღქმების შექმნა, მეორე ტურების გამოწვევა, ხელისუფლების დაზიანება. ესაა მათი მთელი სტრატეგია.

თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ ჩვენი შარშანდელი ან შარშანწინდელი საუბრები. მაშინაც ვამბობდი, რომ ოპოზიციას არ აქვს ღირსეული პროგრამები, ოპოზიცია არ იაზრებს წარსულ შეცდომებს და ა.შ.

რა არის ოპოზიციის სტრატეგია, არჩევნებში მონაწილეობა მონაწილეობისთვის და მზადება არჩევნების მეორე დღისთვის? სხვა სტრატეგიას ვერ ვხედავ

ერთ-ერთ შარშანდელ ინტერვიუში ისიც ჩამოვთვალე რომელი და რამდენი არჩევნები წააგო ოპოზიციამ და დასკვნები არ გაუკეთებიათ.

ახლაც იგივე ხდება. არანაირი პროგრამა, არანაირი საუბარი მოსახლეობასთან, მხოლოდ და მხოლოდ აკვიატებული განცხადებები რეფერენდუმთან დაკავშირებით.

რა არის ოპოზიციის სტრატეგია, არჩევნებში მონაწილეობა მონაწილეობისთვის და მზადება არჩევნების მეორე დღისთვის? სხვა სტრატეგიას ვერ ვხედავ.

- დიდი ამბიციების მქონე ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააყენა თავისი კანდიდატები თბილისის მერის არჩევნებში. ამ ფერხულში ცოტა ხნის წინ ექსპრემიერი გიორგი გახარიაც ჩაერთო.

რადგან გახარიაც მონაწილეობს თბილისის მერის არჩევნებში, თქვენი დაკვირვებით რა შანსები აქვს გახარიას და მის პარტიას 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდეს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პარტია?

- ფაქტია, გახარიას ფაქტორი გამოიყენება თბილისის მერის და სხვა არჩევნებზე მე-2 ტურის გამოსაწვევად ან „ოცნებისთვის“ ხმების წასართმევად, რასაც ოპოზიციის ლიდერები არც მალავენ, სიტუაციურ მოკავშორედ აღიქვამენ. წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიები მის პიარს დიდ საეთერო დროს და რესურსს უთმობენ. პოლიტიკური კომედი შოუებიც კი პოზიტიურ სკეჩებს უძღვნიან და ადრინდელი შავი რითმი, პოზიტივმა შეცვალა.

ასევე სახეზეა ის, რომ ექს-პრემიერის არათუ მთავარი, ერთადერთი სამიზნე მხოლოდ მისი ყოფილი გუნდია. ყველა კვლევით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მისი პარტიის რეიტინგი 6-10%-ა. ვფიქრობ, მაღალი შედეგების მოლოდინი გაუმტყუნდებათ და ამას მარტივი მიზეზი აქვს - არასწორი სტრატეგია.

სახეზეა ის, რომ ექს-პრემიერის არათუ მთავარი, ერთადერთი სამიზნე მხოლოდ მისი ყოფილი გუნდია. ყველა კვლევით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მისი პარტიის რეიტინგი 6-10%-ა. ვფიქრობ, მაღალი შედეგების მოლოდინი გაუმტყუნდებათ და ამას მარტივი მიზეზი აქვს - არასწორი სტრატეგია

ის უნდა ყოფილიყო ყველას, პირველ რიგში ყოფილი ხელისუფლების და არა მხოლოდ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ასევე ვერ ვხედავთ სერიოზულ პროგრამებს, კონკრეტიკას. მხოლოდ ზოგად საუბრებს და ყოფილი გუნდის, მ.შ. დამფუძნებლის კრიტიკას ვისმენთ.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სცენაზე ბევრი ახალი პარტია კი გამოჩნდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე „ნაცმოძრაობაა,“ მმართველი გუნდი სხვა პარტიებისთვისაც იცლის.

სასამართლოებმა დაჩქარებული წესით დაიწყეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმის განხილვა. მეტიც, იურისტების მტკიცებით კეზარაშვილის ვადაგასულ საქმეზე ასევე დაიწყო სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესი განახლდა ნიკა გვარამიას საქმეზეც.

თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ 5-6 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმის გამოძიება აშკარად ყოვნდება, კარგ სურათს ნამდვილად ვერ დავარქმევთ იმას, რასაც მედიისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ჰქვია.

რას შეიძლება ნიშნავდეს არჩევნების წინ სასამართლოებში ხაზარაძე-ჯაფარიძისა და კეზერაშვილის საქმეების განხილვის დაწყება - მმართველ ძალას არც ხაზარაძე-ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიცია არ უნდა ჰყავდეს, და არც კეზერაშვილის ტვ „ფორმულა“ და არც გვარამიას „მთავარი არხი“ არსებობდეს, თუ ეს მხოლოდ ხელისუფლების წინასაარჩევნო მანევრებია?

- კეზერაშვილის საქმე არაა ვადაგასული, ისევე როგორ დანარჩენების. მედია ყურადღებას მხოლოდ გახმაურებულ საქმეებს და პოლიტიკოსებს აქცევს, თორემ მოიკითხეთ როგორ მუშაობენ სასამართლოები, წლობით იხილება ჩვეულებრივი სამოქალაქო დავები, წლობით.

ოპოზიციას ტელევიზიების შენახვა როგორც ამბობენ, წელიწადში 200 მილიონამდე უჯდებათ, რაც მათ შემოსავლებს მრავალჯერ აღემატება. უკეთესი იქნება დაფინანსების წყაროები გამჭირვალე გახადონ.

ოპოზიციას ტელევიზიების შენახვა როგორც ამბობენ, წელიწადში 200 მილიონამდე უჯდებათ, რაც მათ შემოსავლებს მრავალჯერ აღემატება. უკეთესი იქნება დაფინანსების წყაროები გამჭირვალე გახადონ

იმის ნაცვლად, მათ დამკვეთებთან ერთად, საზოგადოებას უკეთესი მომავალი შესთავაზონ, აწმყოს უწამლავენ.

თავმოყვარე ტელევიზიებმა თავდაცვის გაფლანგული ბიუჯეტით გამდიდრებული პირებისგან დაფინანსება არ უნდა მიიღონ. ეს ღირებულებითია. თავდაცვის ბიუჯეტიდან ყოველი მოპარული ლარი აკლდება ჯარის აღჭურვას, საბრძოლო მომზადებას, ანუ წვრთნებს, შესაბამისად პირდაპირ აისახება ბრძოლის ველზე, წარმატებაზე, დანაკარგებზე, ჯარისკაცთა სიცოცხლეზე. აქ კი საუბარი მილიონებზეა.

- რაც უფრო ახლოვდება 2 ოქტომბრის არჩევნები, მით უფრო ხშირად საუბრობს მმართველი გუნდი იმაზე, რომ „ნაციონალები“ არჩევნების შემდეგ მოვლენათა განვითარების რევოლუციური სცენარისთვის ემზადებიან.

ახლა როცა ამომრჩევლების უმრავლესობისთვის გაუგებარია 2 ოქტომბერს მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება თუ რეფერენდუმი, ძნელია არა მარტო არჩევნების შედეგებზე, არამედ იმაზე საუბარი თუ როგორი სცენარით განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არა ერთხელ აქვთ ნათქვამი, რომ თუ მათ მოახლოებულ არჩევნებზე 43% კი არა, 1%-ც რომ მიიღონ, ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში 43% ვერ მიიღო და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა?

- თუ ოპოზიციას სურდა ე.წ. 43% ძალაში დარჩენილიყო, მას შეთანხმებაზე ხელი მანამდე უნდა მოეწერა, სანამ "ქართული ოცნება" მას ანულირებულად გამოაცხადებდა.

ახლა ამ თემის აჟიტირება და ისეთი აღქმების შექმნა, თითქოს, თუ ხელისუფლება 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მას ლეგიტიმაცია ეკარგება, მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა.

ისეთი აღქმების შექმნა, თითქოს, თუ ხელისუფლება 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მას ლეგიტიმაცია ეკარგება, მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა

იქნებ გაისარჯონ და მოიძიონ რა ხდება ევროპის წამყვან დემოკრატიებში, მმართველ პარტიებს რა შედეგები აქვთ ადგილობრივ არჩევნებზე. გაზაფხულზე მერკელის პარტიამ სამხრეთის ორ რეგიონში არჩევნები წააგო. რა მოხდა ამით, თანამდებობიდან გადადგა თუ ბუნდესტაგის ახალი არჩევნები დაინიშნა?

ნებისმიერ ქვეყანაში, ადგილობრივი არჩევნების წაგება მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მმართველი პარტია პოზიციებს თმობს და, თუ სიტუაციას ვერ გამოასწორებს, საპარლამენტო არჩევნებზეც ცუდ შედეგებს უნდა ელოდოს.

ჩვენს შემთხვევაში ოპოზიცია რაზე საუბრობს? ყველაზე მიკერძოებული ოპოზიციური კვლევებითაც კი "ქართული ოცნება" მერვე არჩევნებს იგებს. რომელი თეორიით დგინდება ლეგიტიმაციის პრობლემა, თუ ადგილობრივ არჩევნებს მესამედ, საპრეზიდენტოს მეორედ, ხოლო საპარლამენტოს მესამედ იგებ?

თუ იგივე აბსურდის გაგრძელებაა, როცა წაგებული პარტია საპარლამენტო კომიტეტებს ითხოვს? მაშინ მოგებისთვის რატომ უნდა იბრძოლო, თუ წაგებული მიიღებს ყველაფერს?

„ოცნებამ“ რომც წააგოს ადგილობრივი არჩევნები, პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა მაშინაც კი არ დადგება, რადგან არჩევნები აღიარებულია. ოპოზიცია კი ამბობს, პირველ ადგილზე გადიხართ, იგებთ, მაგრამ მაინც წაგებული იქნებითო.

ოცნებამ“ რომც წააგოს ადგილობრივი არჩევნები, პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა მაშინაც კი არ დადგება, რადგან არჩევნები აღიარებულია. ოპოზიცია კი ამბობს, პირველ ადგილზე გადიხართ, იგებთ, მაგრამ მაინც წაგებული იქნებითო

ჩვენს ქვეყანაში პოლიტოლოგთა დეფიციტია? იქნებ ვინმემ, დარგის სპეციალისტმა გასაგებ ენაზე აგვიხსნას, რაიმე ახალ თეორიასთან გვაქვს საქმე? პირველ ადგილზე გასულ პარტიას რა ლოგიკით ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა?!

უმჯობესია ოპოზიციამ გაანალიზოს რატომ აგებს არჩევნებს მუდმივად და, ცრუ მოლოდინების შექმნის ნაცვლად, რეალურ განახლებაზე იფიქროს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს