ვატო შაქარიშვილმა ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს სოფელი დიღმის წარმომადგენლობის შექმნასთან დაკავშირებით იდეა გააცნო

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვატო შაქარიშვილი სოფელ დიღომში ათონელის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე, ისევე როგორც მთელ სოფელ დიღომში, უმთავრეს პრობლემად ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და მიწების რეგისტრაცია რჩება.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, წლებია, სოფელი დიღმის მოსახლეობა ვერ ახერხებს დაირეგისტრიროს მამა-პაპისეული მიწები და საცხოვრებლები. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, უნდა გამოცხადდეს საყოველთაო ლეგალიზაცია. შაქარიშვილმა ასევე ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს სოფელი დიღმის წარმომადგენლობის შექმნასთან დაკავშირებით იდეა გააცნო. "მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა გახნას წარმომადგენლობა სოფელ დიღომში. მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს პირი, რომელიც იქნება მათი უშუალო შუამავალი როგორც მაჟორიტართან, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობასთან",- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს