გრიგოლ გეგელია - საარჩევნოდ ევროპარლამენტის დელეგაციაში 7 ევროპარლამენტარი იქნება

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ევროპული პარლამენტის სადამკვირვებლო მისიაში 7 ევროპარლამენტარი და პარლამენტის ადმინისტრაციული თანამშრომლები იქნებიან. როგორც გრიგოლ გეგელია აღნიშნავს, დასავლეთი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი.

„ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება ამ არჩევნებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. არჩევნებს დააკვირდება არამარტო ეუთო/ODHIR-ის მასშტაბური წარმომადგენლობა, IRI და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, არამედ თავად ევროპარლამენტარებიც. დასავლეთი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც რეფერენდუმს, სადაც გადაწყდება საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი. დღეს ევროპარლამენტარები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართველი ერის გეოპოლიტიკური არჩევანი და ამ ხელისუფლების კურსი აცდენილია ერთმანეთს. ახლა არის ის უნიკალური მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი ცივილიზაციური არჩევანი ამ სახელმწიფოს მომავლისა და პერსპექტივის გადასარჩენად",- აღნიშნავს გეგელია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია