დღეს ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათზე, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება.

ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმოთ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადასამოწმებლად ცესკო არაერთ სერვისს გთავაზობთ: შეგიძლიათ ეწვიოთ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი მონაცემები და გადაამოწმოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მონაცემები. ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველს შეუძლია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურისა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც ხართ რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოთ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცესკოს სატელეფონო ცენტრის შემდეგ ნომერზე - 2 51 00 51.

ასევე შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადმოგვცემს განახლებულ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც დგება ამომრჩეველთა ერთიანი სია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ, რაც 2 ოქტომბერს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ერთად ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტის, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში