ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამომცემლობის Vinisfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამომცემლობის Vinisfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით; შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.

„დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის, სასტუმრო ქსელების, ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პოზნანში, ძირითადად, ის ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ბაზარზე ადგილს ახლა იმკვიდრებენ.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,7 მლნ ბოთლს შეადგენს; ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-მდეა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა