პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში სახალხო დამცველი უნდა მონაწილეობდეს.

"ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ იმ მასალების ავთენტურობაზე, ან არა ავთენტურობაზე, თუმცა, ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ის, რაც ხდება. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ როგორც წარმატებებზე, ასევე წარუმატებლობაზე. „ოცნების“ დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, იმაზეც რომ მანდატის ფარგლებში, თუნდაც, რეფორმების კუთხით ვერ შევქმენით საკმარისი ფუნდამენტი, რომ ამგვარი მეთოდებით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, უმსგავსობას ერთხელ და სამუდამოდ მოღებოდა ბოლო. თუმცა ის, რასაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია და მიუღებელია. ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდზე უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არამხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, მიმართულია ქართული ეკლესიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მივმართავთ თხოვნით ქართულ მედიასაშუალებებს, არ მოახდინონ ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც შეიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას.

"ოცნების“ ხელმძღვანელთა რეაქციაში, მათ შორის, განცხადებებში, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათლად წარმოაჩენს ამ მძიმე რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. აშკარაა რომ „ოცნება“ ისევ პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობს. მათ ინტერესებში არ შედის დადგინდეს ჭეშმარიტება.

ერთი მხრივ, მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. მეორე მხრივ, კი საპარლამენტო მანდატის ფარგლებში მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები“,- აღნიშნავს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა