„ჯეოქეისის“ სატრენინგო პროგრამის კურსდამთავრებულთა ალუმნი ქსელი შეიქმნა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ წარმატებული სატრენინგო პროექტის განხორციელების შემდგომ კურსდამთავრებულთა ალუმნი ქსელი ჩამოყალიბდა, რომელიც ამ ეტაპზე 10 წევრისგან შედგება. ამის შესახებ „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ჯეოქეისის“ ალუმნი ქსელის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა, „ჯეოქეისის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.

„ქსელში გაწევრიანებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ორგანიზაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსებთან ერთად იმუშაონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. გამოაქვეყნონ სტატიები მათთვის საინტერესო საკვლევი თემატიკის გათვალისწინებით.

„ჯეოქეისის“ ალუმნი ქსელის ამოცანაა ხელი შეუწყოს ქსელში გაერთიანებულ წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და გრძელვადიანი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს