„ბილაინი“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

კომპანია „ბილაინი“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

კომპანიის განცხადებით, რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერი სუბიექტისთვის აბონენტთა მონაცემების გადაცემა სიცრუეა.

მათივე თქმით, „ბილაინი“, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, ემიჯნებიან ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

„ბილაინს“, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერი, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს, ხოლო აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე, დანერგილი აქვს აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები.

აბონენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვას, კომპანიაში არსებული შესაბამისი ნორმების გარდა, ასევე უზრუნველყოფს „ბილაინში“ დანერგილი მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც სრულად შეესაბამება, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო პრაქტიკით არსებულ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს.

შესაბამისად, განცხადება თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადასცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.

აბონენტთა მონაცემების დაცვა, „ბილაინის“, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც კომპანია მნიშვნელოვან ხარჯსაც იღებს და ამის მაგალითია წელს, 15 ივნისს მსოფლიოში წამყვან კორპორაცია "ნოკიასთან" გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მონაცემთა დაცვის უახლესი ტექნოლოგიაა.

„ბილაინი“ ასევე არის GDPR -ის (General Data Protection Regulation) - ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა რეგულაციის ნორმების დანერგვის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი სტანდარტი კანონმდებლობით არ მოითხოვება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსულმა კომპანია „ბილაინმა“, რომელიც რუსული „ფეესბეს“ მიერ კონტროლდება, თავის ქართული ფილიალიდან გახარიას პარტიას აბონენტების სია მისცა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს