გიორგი ბარამიძე - ეს ხელისუფლება უსმენს და იყენებს იარაღად, წინა ხელისუფლების შიგნით ვინც იყო კრიმინალი თუ იწერდა, ვერ ბედავდა გამოქვეყნებას, განსხვავება ძალიან სერიოზულია

ეს ხელისუფლება უსმენს და ამას იყენებს იარაღად - იმ ხელისუფლების შიგნით ვინც იყო კრიმინალი, რომელიც ამათმა არ დასაჯეს და დააწინაურეს, თუ იწერდა ვერ ბედავდა გამოქვეყნებას, ამიტომ განსხვავება ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ის ადამიანები, რომლებიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდნენ, გამოიყენა, ხელი დააფარა, ციხეში არ ჩასვა და დააწინაურა.

გიორგი ბარამიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დავალება პუტინის მიერ არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და მისი ყველა სტრუქტურის რღვევა.

„ეს ხელისუფლება უსმენს და ამას იყენებს იარაღად, შესაბამისად ამას იყენებს ინსტრუმენტად. იმ ხელისუფლების შიგნით ვინც იყო კრიმინალი, რომელიც ამათმა არ დასაჯეს და დააწინაურეს, თუ იწერდა თავისთვის იწერდა თუ რისთვისაც იწერდა, ვერ ბედავდა გამოქვეყნებას. ამიტომ განსხვავება ძალიან სერიოზულია ის კი არის, რომ კარგია, რომ მაშინ ვიღაც რომ იწერდა, ახლა არის მხოლოდ ცუდი - მაშინაც ცუდი იყო ვინც იწერდა და ახლაც, მაგრამ მაშინ ვინც იწერდა ამას აკეთებდა უმაღლესი ხელისუფალის ნებართვის გარეშე და ფაქტია, რომ არ გამოქვეყნებულა და არავის წინააღმდეგ ეს არ გამოყენებულა და ახლა ფაქტია, რომ ამას იყენებენ მუდმივად. ის ადამიანები კი არ დასაჯა ამ ხელისუფლებამ დააწინაურა და ახლა, მაგალითად, ქარელში რომ იყრის კენჭს ადამიანი, ხალხი, რომ ეძახის „ჩლიქოსანს“ და ოპერატიული სახელი აქვს „ ოსტატი“, აი ის იყო დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების ჩაწერით აბანოებში. ახლა ის ვიღაც „პუსტა-პუსტა“ “შნირი” კი არ არის, ახლა ის დიდი კაცია, უკვე წლებია ქარელის მერია.

ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს მართლა კი არ მოსწონდა ის, რომ ვიღაც უკანონოდ იღებდა და ისმენდა, არამედ ის ადამიანები გამოიყენა, ხელი დააფარა, ციხეში არ ჩასვა და დააწინაურა, ზოგი სუს-ის მაღალჩინოსნად და ზოგი მერებად გაუშვა. ივანიშვილის დავალება პუტინის მიერ მისი გეგმის შესაბამისად არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, მისი ყველა სტრუქტურის რღვევა, თუკი რამე არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის იმის რღვევა და თუკი რამე არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, მათ შორის, ეკლესია, ჟურნალისტიკა თუ არასამთავრობო სექტორი ამის ლპობა და ამის შეურაცხყოფა და გახრწნა“, - განაცხადა ბარამიძემ.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო