დუშეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლები, რომელთა სრული რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.

„ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია და სხვა. ასევე, დამონტაჟდება წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე შენობა, რომლებიც ჯამში 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პირმისაანთკარისა და ქ.დუშეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველი პირი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განაცხადა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა.

„ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამიტომაც, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენს რეგიონში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დავათვალიერეთ ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტების დასრულების შემდეგ სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა აბსოლუტურად განახლებულ გარემოში დაიწყონ, რაც რა თქმა უნდა, მათ მოტივაციას საგანმანათლებლო თუ სპორტული მიმართულებით კიდევ უფრო გაზრდის.

ასევე, აუცილებლად მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს, რადგანაც ორივე სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ მათ მიერ ხორციელდება", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დუშეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლები, რომელთა სრული რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.

„ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია და სხვა. ასევე, დამონტაჟდება წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე შენობა, რომლებიც ჯამში 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პირმისაანთკარისა და ქ.დუშეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველი პირი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად გაეცნო”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განაცხადა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა.

„ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამიტომაც, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არაერთი პროექტი განხორციელდა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენს რეგიონში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დავათვალიერეთ ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტების დასრულების შემდეგ სკოლები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენს ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა აბსოლუტურად განახლებულ გარემოში დაიწყონ, რაც რა თქმა უნდა, მათ მოტივაციას საგანმანათლებლო თუ სპორტული მიმართულებით კიდევ უფრო გაზრდის.

ასევე, აუცილებლად მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო მუნიციპალური განვითარების ფონდს, რადგანაც ორივე სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ მათ მიერ ხორციელდება", - განაცხადა დავით ნოზაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა