ამირან გამყრელიძის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის აცრის მაჩვენებელი, სტუდენტების აცრის მაჩვენებელზე მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალის აცრის მაჩვენებელი, სტუდენტების აცრის მაჩვენებელზე მეტია.

გამყრელიძე სტუდენტებს ვაქცინაციის გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა რეალურ სივრცეში სწავლას საფრთხე არ შეექმნას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულად უჭერს მხარს, რომ სტუდენტები იყვნენ რეალურ სივრცეში. იცით, რომ სწავლა დაიწყო სამედიცინო უნივერსიტეტებში და სამედიცინო ფაკულტეტებზე იმიტომ, რომ ექიმობის სწავლა ვირტუალურად არ შეიძლება. ეს გახლავთ სწორედ რეზერვი. არავინ იცის პანდემია რამდენ ხანს გაგრძელდება და სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლა დაწყებულიყო სწრაფად. მაგრამ იქაც დაშვებით, რომ ის სტუდენტები, რომლებიც კლინიკებში პრაქტიკულ სამუშაოებზე შედიან, აუცილებლად უნდა იყვნენ ორჯერადაც აცრილები ან დატესტილები. რაც შეეხება სტუდენტების აცრებს, ამ ასაკის მოსახლეობის აცრა 17-18 პროცენტია. მიკვირს რატომ არ გამოირჩევიან ჩვენი სტუდენტები მეტი აქტიურობით. თუ ჩვენ გვინდა დასწრებული სწავლა უნივერსიტეტებში სტუდენტები უნდა იყვნენ მაგალითი. უფრო უკეთესია პროფესორ-მასწავლებელთა აცრის მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს