თინა ბოკუჩავა - ჯგუფს, რომელიც თავს დაესხა დმანისში ჩვენს მხარდამჭერებს, უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს მოძალადეების დაკავება

არსებობს კადრები, არსებობს უამრავი მოწმე, შესაბამისად, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული მოძალადეების დაკავება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ დმანისში პარტიის წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან თავდამსხმელები სწორედ მათთან არიან კავშირში.

„დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. კერძოდ, ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც ძალადობრივ პოლიტიკურ აქტებში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი. ამასთანავე დავით დაუთაშვილმა, ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს.

აღნიშნულზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვაკისრებთ არა მხოლოდ უშუალო თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ ასევე „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირებს, რადგან ისინი საკუთარი რიტორიკით, საკუთარი განცხადებებით, საკუთარი კამპანიით, ძალადობრივი პლაკატებით, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, ახალისებენ ამგვარ ძალადობას და შესაბამისად ისინიც პასუხისმგებელნი არიან ამ მძიმე დანაშაულზე, რომელიც დღეს მოხდა დმანისში. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ არ აქვს კანონიერად. უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებები „ქართული ოცნების“ მხრიდან”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო