შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დებატებისას გამოჩნდა, რომ თავად კანდიდატებიც აცნობიერებენ, რომ თბილისის მერობას სწორედ კახა კალაძე იმსახურებს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას გამოჩნდა, რომ თავად კანდიდატებიც აცნობიერებენ, რომ თბილისის მერობას სწორედ კახა კალაძე იმსახურებს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ გადაცემის დატოვებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მან საკუთარი პოლიტიკური უმწიფრობა გამოავლინა.

„ეს პოლიტიკური უმწიფრობა და საზოგადოების უპატივცემულობაა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება, არის დებატები 16 კანდიდატს შორის, თუ მას საზოგადოებისთვის სათქმელი ჰქონდა, შეეძლო ეს ფორმატი გამოეყენებინა. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება უცნაური ფორმატი იყო, რადგან ბევრი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, დებატებმა გვაჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული მდგომარეობიდან ვერ გამოდის, რადგან იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან. ასევე ვნახეთ, რომ იქ მყოფი თითქმის ყველა პირი ერთ რამეს აღიარებს: - კახა კალაძე არის დედაქალაქის კარგი მერი. თუკი რაიმე კითხვა ჰქონდათ, ჰქონდათ სწორედ მასთან. ისინი თავად აცნობიერებენ, რომ კალაძე ერთადერთი კანდიდატია, ვინც დედაქალაქის მერობას იმსახურებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს