სერგო ჩიხლაძე - როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ სტრატეგიული პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადებების შესახებ.

როგორც ჩიხლაძემ განცხადა, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან აშორებს და ტოტალიტარიზმთან აახლოვებს.

"როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები, საქართველოს სჭირდება, რომ გვყავდეს სტრატეგიული პარტნიორები და პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც გვაშორებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მიგვაქანებს ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმისკენ. ესაა "ქართული ოცნება".

ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ თუნდაც ვერბალურად ასეთი რამ ეთქვათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე ან ევროკავშირის ელჩებზე. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ისინი უკვე ქმედებითაც და ვერბალურადაც ახორციელებენ დარტყმას, გალაშქრებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ჩვენს დასავლურ ინტერესებზე, რითაც გვაშორებენ დასავლეთს და გვაახლოებენ ტოტალიტალურ ქვეყნებს",- განაცხადა ჩიხლაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სერგო ჩიხლაძე - როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ სტრატეგიული პარტნიორების მისამართით გაკეთებული განცხადებების შესახებ.

როგორც ჩიხლაძემ განცხადა, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან აშორებს და ტოტალიტარიზმთან აახლოვებს.

"როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას" არ სჭირდება სტრატეგიული პარტნიორები, საქართველოს სჭირდება, რომ გვყავდეს სტრატეგიული პარტნიორები და პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც გვაშორებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მიგვაქანებს ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმისკენ. ესაა "ქართული ოცნება".

ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ თუნდაც ვერბალურად ასეთი რამ ეთქვათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე ან ევროკავშირის ელჩებზე. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ისინი უკვე ქმედებითაც და ვერბალურადაც ახორციელებენ დარტყმას, გალაშქრებას ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, ჩვენს დასავლურ ინტერესებზე, რითაც გვაშორებენ დასავლეთს და გვაახლოებენ ტოტალიტალურ ქვეყნებს",- განაცხადა ჩიხლაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია