მიხეილ სააკაშვილი - შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი - რამდენიმე დღე დაგვრჩა იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ

„მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო“. მე რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესსა და სენატში გამართული შეხვედრებისას ყველა საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნება.

„საუბარი იმაზე, რომ "ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება" - ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს, თუ ხელი არ გავანძრიეთ, „მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო“. მე რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი. იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა ხელი არ გაანძრია, ვერც მიშა ვერაფერს შველის. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია დაუყოვნებლივ შეიცვალოს.

„საბოლოოდ, არავის რეცეპტი არ აქვს, თუ არა ჩვენ. მარტივია, რას ვაღწევთ. მივდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის ციფრები წინასწარ დაწერილია, მათ მომზადებული აქვთ მთელი ინფრასტრუქტურა. კომისიის ძალიან ბევრი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ აპირებს, რომ თავი მოიავადმყოფოს, ისეთ რაღაცებს გვავალებენ, ადრეც არასდროს ყოფილაო. ძალიან ეშინიათ, რომ ხალხის მობილიზებას ვერ მოახერხებენ. პრაქტიკულად მოუწოდებს ივანიშვილი, რომ არავინ მივიდეს არჩევნებზე, რადგან მაინც არაფერს ცვლისო, ამას იმეორებენ დღეში ასჯერ. ესე იგი, რადგან მათ არ უნდათ, რომ ხალხი მივიდეს, ხალხი უნდა მივიდეს. რადგან ისინი ამბობენ, რომ არაფერს ცვლის, ესე იგი ყველაფერს ცვლის. მათი ენა ზუსტად საწინააღმდეგოდ უნდა გადმოითარგმნოს“,-განაცხადა სააკშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს.

„ეს მთავრობა შეიცვლება არჩევნებით, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო, რომელიც დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ყველა ერთად უნდა მივიდეთ. რთული კონტრუქციაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს“,-აცხადებს სააკაშვილი.

საქართვლეოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ძალიან აქტიურ ბრძოლას აპირებს.

„არ ვაპირებ არაფერი გავითვალისწინო, გარდა იმისა, რაც არის სწორი საქართველოსთვის. საქართველოსთვის სწორია მორჩეს ლექციების კითხვა, რომ პოლიტიკოსები უყვებოდნენ ტელევიზიიდან, რომ ასე და ისე უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება პირადი მაგალითი, პირადი ქმედებებით გავიყოლოთ ხალხი და არა ტელევიიზიდან წაკითხული ლექციებით. რა თქმა უნდა, მთლიანად მხარს ვუჭერ ნიკა მელიას და მის ჯგუფს თბილისში, ისევე, როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს საქართველოს მასტაბით. სხვა პარტიებს თითქმის არც ერთს პულსი აღარ ესინჯება, ეს ასეა, ვიცი, რაც ხდება“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს