აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „ბუსტერ“ დოზით გარკვეული პირების ვაქცინაციის ნებართვა გასცა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წლის და უფროსი ასაკის პირების, ასევე თანმხლები დაავადების მქონე და ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია, „ბუსტერ“ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

რეკომენდაცია გულისხმობს მხოლოდ იმ ადამიანების აცრას, რომლებმაც „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ მიიღეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაცია, რომელსაც წინ უძღოდა სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ „ბუსტერ“ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა, იძლევა შესაძლებლობას, რომ აშშ-ში მილიონობით ადამიანისთვის ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზება უახლოეს დღეებში დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღის წინ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტმა. კერძოდ, მისმა წევრებმა მხარი დაუჭირეს „ბუსტერ“ დოზის ხანდაზმულებსა და თანმხლები დაავადების მქონე ადამიანებში გამოყენებას, თუმცა არ გასცეს იმ ადამიანების დამატებითი დოზით აცრის რეკომენდაცია, რომლებიც, სამსახურის გამო, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, მაგალითად, პედაგოგები, ჯანდაცვის მუშაკები, უსახლკაროთა თავშესაფრებისა და ციხეების თანამშრომლები.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს