ეკატერინე ტიკარაძე - შრომის ინსპექცია დღეს რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში შევიდა, სადაც ანაზღაურებასთან მიმართებაში დარღვევები იყო

შრომის ინსპექცია დღეს რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში შევიდა, სადაც ანაზღაურებასთან მიმართებაში დარღვევები იყო გამოვლენილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის 111 კოვიდკლინიკიდან 110 კლინიკაა გამოკვლეული და დღეიდან შრომის ინსპექტირების სამსახური სხვა კლინიკებსაც შეამოწმებს.

ტიკარაძემ განმარტა, რომ შრომის ინსპექტირების სამსახური კოვიდკლინიკების შემოწმების შეჯერებულ დასკვნას, კლინიკებთან სრული კომუნიკაციის შემდეგ გამოაქვეყნებს.

„ეს იყო სამინისტროს დაინტერესება და ეს იყო ჩვენი დავალება, რათა მომხდარიყო დეტალური შესწავლა გამოვლენილი ხარვეზების, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა პერსონალის მხრიდან. ამ ეტაპისთვის გამოკვლეულია 111 კლინიკიდან 110 კლინიკა, რომელიც ჩართულია კოვიდპანდემიის მართვაში და ასევე, დღეიდან დაიწყება სხვა კლინიკებთან მიმართებაში შრომის ინსპექციის ჩართულობა და შესწავლა. დღეს ისინი ასევე, შევიდნენ რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც ასევე იყო გამოვლენილი დარღვევები ანაზღაურებასთან მიმართებაში. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი, თუმცა დარღვევები ნამდვილად არის სახეზე და მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია გააკეთებს შეჯერებულ დასკვნას კლინიკებთან სრული კომუნიკაციის შემდეგ, ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა