ამირან გამყრელიძე - კახეთში, ღია სივრცეში ვისადილეთ რეგულაციების სრული დაცვით - სუფრაზე მყოფი ყველა პირი აცრილი იყო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც გამყრელიძე თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იმყოფება, განმარტებას აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, კახეთში, ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით ისადილეს.

მისივე განმარტებით, სუფრაზე მყოფი ყველა პირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი იყო.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში, ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებს ეხებოდა. 25-ში გახლდით სოფელ ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები.

დავათვალიერეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გამყრელიძის მიერ თანამშრომლებთან ერთად რესტორანში სადილის ამსახველ ფოტოებს სტუდია "მონიტორი" ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში