„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგებით, კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, კვლევის შედეგებით „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველთა 51,4% აძლევს ხმას, „ნაციონალური მოძრაობას“ -25,9%, პარტია „საქართველოსთვის“ -5,6%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ლელო“ 3,4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 3,3%, „პატრიოტთა ალიანსი“ 2,6%, „მოქალაქეები“ 2,1%, „მესამე ძალა“ 1,7%, „ლეიბორისტული პარტია“ 1,1%, „ევროპული საქართველო“ 0,8%, „გირჩი“ 0,3%, სხვა პარტიები 1,8%.
კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, ხმათა უმრავლესობა 56,9%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას კი 27,9%.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 6,6%, ანა ბიბილაშვილი (ლელო) 2,8%, გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 1,9%, ანა დოლიძე (ხალხისთვის) 1,6%, მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,7%, თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0,5%.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები 21-27 სექტემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 4505 რესპონდენტი, ცდომილების ზღვარი 2 %-ია.
მისივე განცხადებით, აქტიური საარჩევნო კამპანიის შედეგად კახა კალაძის რეიტინგი გაიზარდა და მას აქვს ყველა წინაპირობა, რომ არჩევნების პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს.
კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 50 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ 32, „ნაციონალური მოძრაობა“ 11, „საქართველოსთვის“ 2, „ლელო“ 2, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2, „პატრიოტთა ალიანსი“ 1.
,,ასევე ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, წარმოგიდგენთ ყველა უბნის კვლევის შედეგებს: მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე (ქართული ოცნება) 53,2%, თენგო კირთაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 31,9%, ვახტანგ (ვატო) გვაზავა (საქართველოსთვის) 5,7%, საბა ბუაძე (ლელო) 6,1%, სხვა კანდიდატები 3,1%.
ვაკე - გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება) 53,5%, ბათუ ქუთელია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 28,8%, მედეა მეტრეველი (ლელო) 8,9%, მერაბ მაჭავარიანი (საქართველოსთვის) 5,2%, სხვა კანდიდატს 3,6%.
საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე (ქართული ოცნება) 57,6%, ბორისი ყურუა (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 23,7%, მიხეილ ნაბიჯაშვილი (საქართველოსთვის) 6,8%, ვახტანგ (ვატო) სურგულაძე (ლელო) 4,1%, სხვა კანდიდატები 7,8%. დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი (ქართული ოცნება) 53,9%, ნიკა მოსიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 29,1%, გიორგი ქაჯაია (საქართველოსთვის) 8,7%, დიმიტრი აბაშიძე (ლელო) 4,4%, სხვა კანდიდატები 3,9%.
ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე (ქართული ოცნება) 58,7%, ბადრი გრიგალაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 28,3%, გალაქტიონ ღუდუშაური (საქართველოსთვის) 8,2%, სხვა კანდიდატები 4,8%. გლდანი - კონსტანტინე ზარნაძე (ქართული ოცნება) 49,2%, ელენე ხოშტარია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 35,1%, ნათია მეზვრიშვილი (საქართველოსთვის) 7,1%, თამარ ადამია (ლელო) 4,1%, სხვა კანდიდატები 4,5%.
ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე (ქართული ოცნება) 54,1%, გიორგი ნონიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 31,2%, რუსუდან თევზაძე (საქართველოსთვის) 9,1%, კახაბერ ჟღენტი (ლელო) 3,5%, სხვა კანდიდატები 2,1%.
კრწანისი - ლევან ჯაფარიძე (ქართული ოცნება) 60,9%, თამაზ ახობაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 23.1%, ზურაბ რეხვიაშვილი (საქართველოსთვის) 6,1%, თაზო დათუნაშვილი (ლელო) 5,1%, სხვა კანდიდატები 4,8%. ისანი - კახაბერ ლაბუჩიძე (ქართული ოცნება) 58,1%, ბესო დონაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 29,5%, დავით გოგიძე (საქართველოსთვის) 6,5%, ლანა გალდავა (ლელო) 2,8%, სხვა კანდიდატები 3,1%. სამგორი - რევაზ სოხაძე (ქართული ოცნება) 53,9%, დავით ჟღენტი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 31,8%, კახაბერ ქემოკლიძე (საქართველოსთვის) 6,4%, გულიკო ზუმბაძე (ლელო) 3,1%, სხვა კანდიდატები 4,8%.
შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს. როგორც ხედავთ ჩვენი პარტიული შიდა კვლევები დაშვებული ცდომილების ფარგლებში სრულად შესაბამისობაშია სხვა ობიექტურ აქამდე გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან მიმართებაში. საარჩევნო კამპანიის მიწურულს ნათელია, რომ ქართულ ოცნებას, მის თბილისის მერობის კანდიდატს და საკრებულოს გუნდს თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა აქვთ. ამისთვის რათა საბოლოოდ გავაფორმოთ ეს შედეგები, მოვუწოდებთ ყველა ჩვენ მხარდამჭერს, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე 2ოქტომბერს და დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური არჩევანი“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.