თამარ გაბუნია - პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს მომატებული რისკები ან რაიმე ქრონიკული დაავადება

იმუნიზაციის საბჭოს მოკლე ხანში ექნება დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ ეტაპზე ჩვენთანაც გაფართოვდეს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია, იმ ბავშვებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები პრობლემები ან დაავადება და ამის გამო არიან მაღალი რისკის მატარებელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრის შესახებ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მანამდე იმისათვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება იყოს დაცული, მნიშვნელოვანია მათი გარემოცვა იყოს აცრილი.

„სკოლებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. ბავშვების ვაქცინაციის საკითხზე იმუნიზაციის საბჭო დღესაც აქტიურად მსჯელობს. პოზიცია ჯერჯერობით არის ისეთი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ბავშვების ვაქცინაციას, ვისაც აქვს მომატებული რისკები, აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომ მისთვის განსაკუთრებით სარისკო იქნება კოვიდინფექციით ინფიცირება. ამის პრეცედენტები უკვე შეიქმნა, რამდენიმე ბავშვი აიცრა მათი მკურნალი ექიმის რეკომენდაციით და ვფიქრობ, საბჭოს მოკლე ხანში ექნება დასკვნა იმასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე ჩვენთანაც გაფართოვდეს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია, იმ ბავშვებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები პრობლემები ან დაავადება და ამის გამო არიან მაღალი რისკის მატარებელი.

ჩვენ ასევე გავითვალისწინებთ საერთაშორისო რეკომენდაციებს ბავშვთა ასაკის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გავაფართოვებთ ამ პროგრამას. სკოლებში უსაფრთხოების მთავარი გადაწყვეტა არის, მოზრდილების ვაქცინაცია. ყველა მოზრდილი ადამიანი, რომელიც შეხებაშია ბავშვთან სკოლაში, კარგია, რომ იყოს ვაქცინირებული და ასევე, ოჯახური გარემოცვა, მშობლები, - ეს იქნება ბავშვების დაცვის საუკეთესო საშუალება.

სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 19 წლის ასაკამდე პირებში, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 20-დან 25%-მდე მოდის. უშუალოდ, 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირებულთა მაჩვენებელი 15% არის. რაც შეეხება სიმძიმეს, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიდის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში