გიგი უგულავა - ქვეყნის მომავალი გვკარნახობს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი, “მილენიუმის აქტის“ მიღებაა

ფოთში, ოპოზიციის შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რითაც წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება 2002-2021 წლების, ამნისტია, რის შედეგადაც ქვეყანას წინსვლის შესაძლებლობა მიეცემა.

,,ქვეყანას სჭირდება ფართომასშტაბიანი ამნისტია 2002-2021 წლების, რომელიც მოიცავს სამივე ეპოქას, რომელიც გამორიცხავს შურისძიებას და ამავე დროს მიცემს ამ ქვეყანას წინსვლის შესაძლებლობას. ეს არის ამნისტიის აქტი, ეს არის ,,მილენიუმის აქტი“, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ არ ვიაროთ ჩვენ წრეზე; იმისათვის, რომ მომავალმა კოალიციამ იზრუნოს მომავალზე, რეგიონებზე, ქვეყანაზე და არა წარსულზე და წარსულის ტკივილებზე. ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზებულია, აღვსილია შურისძიებით, რადგან უყურებს უსინდისობას, უსამართლობას, დანაშაულს, კორუფციას. მე არ ვსაუბრობ ძალადობის შეწყალებაზე, ეს ისეთი რამ არის, რაც მიუტევებელია, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს სასამართლო. ამ ქვეყანას და ქალაქს სჭირდება წინ წასვლა. ეს აქტი ჩვენ კი არ გვჭირდება ადამიანებს, ვინც გამოვიარეთ უსამართლობა, ციხეები, დევნა და ვისაც დევნიან კიდევ დღეს. არა, მე მინდა ,,ქართული ოცნების“ მომხრეებს მივმართო, ეს გჭირდებათ თქვენ, ეს სჭირდება მომავალს, ქვეყნის დაწყნარებას, ფოთს აღმშენებლობისთვის და ჩვენ გვჭირდება დრო იმისთვის, რომ ნორმალური სასამართლო მივიღოთ. ჩვენი ქვეყნის მომავალი გვკარნახობს იმას, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის ,,მილენიუმის აქტის“ მიღება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავამ აღნიშნა, თბილისის მერობის პერიოდში შეცდომა დაუშვა, როცა არ გაუსწორდა ძალოვნებს, რომლებიც ადამიანებზე ძალადობდნენ.

,,თუ რამე შეცდომა მე მაქვს ჩადენილი, როგორც თბილისის მერს, სწორედ ეს მაქვს, როდესაც ხმა არ ამოვიღე და კბილები არ მივუმტვრიე იმ ძალოვნებს, რომლებიც ძალადობდნენ და პირობას ვდებ, როგორც ფოთის მერი რომ თუ ვინმე ზედმეტად კანონს დაარღვევს ეს მე შემეხება, როგორც მერს და თუ სხვას ვერაფერს ვერ გავაკეთებ ჩემი კაბინეტი იქნება მისი თავშესაფარი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა