კახა კუჭავა - ჩვენ ხვალ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

საბოლოო მიზანი არის, შემდეგი სამი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება არჩევნების გარეშე, კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით ვიფიქროთ იმ რეფორმების გატარებაზე, რომელსაც ჩვენგან ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი საქართველო ვერ იქნება ძლიერი რეგიონების გარეშე.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხვალ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა პროვოკაციის თავიდან არიდება. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდი ემზადება არჩევნებისთვის, 2 ოქტომბრისთვის, როდესაც ოპონენტები ემზადებოდნენ 3 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, გამოსვლებისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მოსახლეობა თავის სახელს არქმევს, როდესაც საუბარია დესტრუქციაზე, ძალადობაზე, სიძულვილზე და ასე შემდეგ. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში დადო შედეგი და იმ დაპირებასაც, რასაც ჰქვია ძლიერი რეგიონები, ძლიერი საქართველო და 2024 წელს გაკეთებული განაცხადი და შემდეგ უფრო ამბიციური გეგმა, რომ დავიმკვიდროთ თავი ლიდერებად არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ევროპაში - არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კახა კუჭავა - ჩვენ ხვალ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

საბოლოო მიზანი არის, შემდეგი სამი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება არჩევნების გარეშე, კიდევ უფრო ჩქარი ტემპებით ვიფიქროთ იმ რეფორმების გატარებაზე, რომელსაც ჩვენგან ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი საქართველო ვერ იქნება ძლიერი რეგიონების გარეშე.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხვალ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა პროვოკაციის თავიდან არიდება. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი გუნდი ემზადება არჩევნებისთვის, 2 ოქტომბრისთვის, როდესაც ოპონენტები ემზადებოდნენ 3 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, გამოსვლებისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოში პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მოსახლეობა თავის სახელს არქმევს, როდესაც საუბარია დესტრუქციაზე, ძალადობაზე, სიძულვილზე და ასე შემდეგ. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, ყველამ მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში დადო შედეგი და იმ დაპირებასაც, რასაც ჰქვია ძლიერი რეგიონები, ძლიერი საქართველო და 2024 წელს გაკეთებული განაცხადი და შემდეგ უფრო ამბიციური გეგმა, რომ დავიმკვიდროთ თავი ლიდერებად არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ევროპაში - არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო