ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილმა ფარდა ჩამოხადა სისტემას

მიხეილ სააკაშვილმა ფარდა ჩამოხადა სისტემას. თურმე 4 დღე აქ იყო და სანამ არ გააცხადა, თვითონ სანამ არ თქვა, რომ აქ არის, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, - ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, დღეს მთავარი არის არჩევნებზე მისვლა.

„ჩვენ ვამბობდით კიდევაც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მათ შორის მის მიმართვაშიც ეს იყო, რომ ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ მას კარგად ესმოდა - დღეს გადამწყვეტი არის საქართველოს მოქალაქე და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსი. ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ჩამოსვლა მშვიდობიანად მომხდარიყო. ამაში „ქართული ოცნების“ იმედი ვერასდროს გექნებათ. მათ ჰქონდათ ინტერესი დაპირისპირების და ეს ნამდვილად დასაფასებელია, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ყოფილიყო მშვიდობიანად. მან ასევე ფარდა ჩამოხადა სისტემას. თურმე 4 დღე აქ იყო და სანამ არ გააცხადა, თვითონ სანამ არ თქვა, რომ აქ არის, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ იყო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. დღეს არის არჩევნები მთავარი, არჩევნები, რომელიც ქვეყანაში მოიტანს სამართლიანობას, ძლიერ სასამართლოს, რომელიც ყველანაირი პოლიტიკური სურვილების გარეშე გადაწყვეტს ვინ არის და რაში არის დამნაშავე. გადაწყვეტს მათ შორის, მოქმედი ხელისუფლებების ბრალეულობას. არაფერი წინასწარ დაგეგმილი არ არის, გარდა იმისა, რომ დავიცვათ ხმები და მოვიგოთ არჩევნები. როგორ შეიძლება წინასწარ გქონდეს განსაზღვრული დღის წესრიგი?! საჭირო იქნება აქციები? - იქნება აქციები, არავინ მოერიდება ამას. ხმების დაცვაა საჭირო? - დღეს ვიცავთ ხმებს. კოალიცია არის შესაცვლელი? -კოალციიას შევცვლით და ა.შ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო