“ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს

“ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, დარწმუნებული არიან, მაღალი აქტივობის შედეგად მათი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 259 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა საბოლოო შედეგებში თითოეული ამომრჩევლის ხმა აისახოს.

“თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აირჩნენ ღირსეული მერები და გაგრძელდეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.

საარჩევნო პროცედურები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით, არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. მნიშვნელოვანია მშვიდი საარჩევნო გარემო შევინარჩუნოთ. საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე და ყველა შესაძლო პროვოკაციას მოთმინებით შეხვდნენ. მოვუწოდებთ შესაბამის მედია საშუალებებს, ნუ შეეცდებიან შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი და ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოს შესახებ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამოქმედდა სპეციალური ვებგვერდი, საიდანაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ამომრჩევლის აქტივობის, აქტოვობის პროგნოზისა და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია