შალვა პაპუაშვილი - პირდაპირი მცდელობაა, დათვლის შესაძლებლობები ჩაშალონ - ზეწოლის ქვეშ არიან კომისიის თავმჯდომარეები

პირდაპირი მცდელობაა, რომ უბანში დათვლის შესაძლებლობები ჩაშალონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი ვითარებაა ზუგდიდში, ასევე სხვა უბნებზე, სადაც უბნის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ, რომ საოლქო კომისიაში ოქმები მიეტანათ.

„იყო მცდელობები და გეგმები, რომ ჩაეშალათ დათვლის პროცესი. ხედავთ, რა ხდება ზუგდიდში, ასეთივე სიტუაციაა ბევრ სხვა უბანზე. არის პირდაპირი მცდელობა, რომ უბანში დათვლის შესაძლებლობები ჩაშალონ. პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ, რომ ბიულეტენებით უბნის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ, რომ საოლქო კომისიაში ოქმები მიეტანათ.

დღის განმავლობაში 3 ინციდენტი იყო ზუგდიდში. ზუგდიდი გამოირჩეოდა განსაკუთრებით, გრძელდება ეს მეთოდები. ზეწოლის ქვეშ არიან კომისიის თავმჯდომარეები. შეეშვან ამ ზეწოლას. ასევე მოვუწოდებ მედია-საშუალებების წარმომადგენლებს, არ გაცდნენ საკუთარ ფუნქციებს, როგორც მედია და ნუ გადავლენ და ნუ არიან კომისიის მიმართ შეტევაზე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პროცესის ჩაშლა არ გამოუვათ.

"მივმართავ „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გამოუვათ ამ პროცესის ჩაშლა. მთელი დღე იყო მშვიდობიანი. დათვლის პროცესი მიდის ნორმალურად, მათ შორის დათვლილია უბნები. ერთი მხრივ პრეტენზიების გაცხადება, რომ ცესკო რატომ არ აქვეყნებს შედეგებს და მეორე მხრივ, ხელის შეშლა კომისიებისთვის, რომ ეს შედეგები გადმოგზავნილი იყოს ცესკოში, ურთიერთგამომრიცხავი შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, ვხვდებით, რომ ამის უკან დგას განზრახვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე მიმართა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ სიმკაცრე გამოიჩინონ განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ.

"გარდა ამისა, მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ იფხიზლონ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად