რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება" რის „ქართული ოცნებაა" თავი სასაცილო მდგომარეობაში თუ არ ჩაიგდო

„ქართული ოცნება" რის „ქართული ოცნებაა" თავი სასაცილო მდგომარეობაში თუ არ ჩაიგდო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ქართველი ამომრჩევლის ნებით გათავისუფლდება, „რაც 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმაც აჩვენა“.

„გახსოვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით როგორ ქილიკობდნენ და რას საყვედურობდნენ, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს ჩვენთან, ის უკრაინის მოქალაქეაო, თითქოს უკრაინის მოქალაქეობა მან საკუთარი სურვილით აირჩია, თითქოს მისი საქართველოდან წასვლა არ ყოფილიყო ამ დანაშაულებრივი რეჟიმის და პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგი. უკრაინის მოქალაქეობას აყვედრებდნენ, ახლა კეთილი ინებონ და უკრაინას გასცენ პასუხი, ევროპის უდიდეს სახელმწიფოს, რომლის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავად მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინელი ხალხი, უკრაინის პოლიტიკური ელიტა, უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებს, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება დიდხანს საპატიმროში, მისი გათავისუფლება არის დროის საკითხი. არსებობს მრავალი სამართლებრივი ბერკეტი დაწყებული შეწყალებიდან, რომელზეც ქალბატონმა სალომემ თქვა, არადროს გავაკეთებო. ის ამას ადრეც ამბობდა, მაგრამ აგერ უგულავა, ოქრუაშვილი, რურუას შეწყალება მოუწია. არავის სჭირდება სალომე ზურაბიშვილის შეწყალება, არსებობს მეორე გზა ამნისტია, მაგრამ უფრო ადვილი და სწრაფი გზა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული იქნება ქართველი ამომრჩევლის ნებით, რაც ამ არჩევნებმა აჩვენა და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის უკრაინის ძალისხმევით. ასერომ ძალიან ნაადრევი გამოდგა მათი ზეიმი, ჩვენ ამას ძალიან მალე ვნახავთ",-განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო