07.07.2025 / 08:38
პროკურატურა დღეს ბრალს იმ ბინის მეპატრონეს წაუყენებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა

პროკურატურა დღეს ბრალს იმ ბინის მეპატრონეს წაუყენებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ბრალის წარდგენა 16:00 საათზე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული.

სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს