გიგი უგულავა - გოჭებიდან დაწყებული რა ფულიც იხარჯებოდა, მაინც ვერ მოახერხეს ვერაფერი

თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ ფოთში მეორე ტური იქნებოდა, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ მეტი შანსი აქვს, აუხსნას მოსახლეობას თუ რატომ არის დამღუპველი ოლიგარქია.

მისივე თქმით, ქვეყანას სამარცხვინო ცენტრალური კომისია ჰყავს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სრულიად სამარცხვინო ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაცია გვყავს. პრაქტიკულად მათ ადამიანები, საკუთარი თანამშრომლები გაწირეს იმისთვის, რომ 24 საათი ყოფილიყვნენ, დილის 8 საათამდე კი არა და მეორე დღის შუადღემდე ნახევარიც კი არ იყო დათვლილი, ეს ჭირვეულობა რაზეც მიუთითებს ყველანი კარგად ვხვდებით. როგორ „გაეპრავებინათ“, სასურველამდე მიეყვანათ ეს შედეგი.

რაც შეეხება ფოთს, თავიდანვე ვარაუდობდით, რომ მეორე ტური იქნებოდა, მეორე ტური არის. გოჭებიდან დაწყებული რა ფულიც იხარჯებოდა, მაინც ვერ მოახერხეს ვერაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ფოთელს, ვინც მხარი დამიჭირა, მონაწილეობა მიიღო ამ პროცესში და მე ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მეტი შანსი გვექნება, მეტ ადამიანს შევხვდე, მეტ ადამიანს ავუხსნა რატომ არის დამღუპველი ფოთისთვის ოლიგარქია და მისი ხელის ბიჭები. დარწმუნებული ვარ, რომ ის გეგმები, რომელიც გვაქვს ფოთს გამოიყვანს კრიზისიდან“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე შეფასებით, ფოთში საარჩევნო პროცესი თითქოს მშვიდად წარიმართა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ყველაფერი, რასაც ყოველ არჩევნებზე აკეთებდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს