ბექა ვაჭარაძე გიგი უგულავაზე - ჩემი ოპონენტი საკმაოდ ბევრ რამეს იგონებდა, იგონებს და მოიგონებს მომავალში

ჩემი ოპონენტი საკმაოდ ბევრ რამეს იგონებდა, იგონებს და მოიგონებს მომავალში, - ამის შესახებ ფოთში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმა გიგი უგულავას განცხადებას იმის შესახებ, რომ ფოთში წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოქმედებდა უგულავა მათ წინააღმდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ღირსეული კამპანია ჩაატარა.

„ჩემი ოპონენტი საკმაოდ ბევრ რამეს იგონებდა, იგონებს და მოიგონებს მომავალში. მე ვიცი, რომ მას სინდისი არ გააჩნია. ჩვენ პირიქით ძალიან ღირსეული კამპანია ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა თუ როგორ მოქმედებდა ის ჩვენს წინააღმდეგ და ასე გავაგრძელებთ მეორე ტურშიც და ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

მისივე თქმით, მას ყველანაირი საფუძველი ჰქონდა, რომ პირველივე ტურში მოეგო, თუმცა ფიქრობს, რომ მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.

"პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. ამ მომენტისთვის არსებული ცესკოს მონაცემებით, მეორე ტური იქნება. მე ყველანაირი საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პირველ ტურში დავასრულებდი. მადლობა მინდა მხარდაჭერისთვის გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, მიუხედავად იმ არნახული მასშტაბის დეზინფორმაციისა, მე პირველ ადგილზე გავედი და საკმაოდ დამაჯერებელი შედეგი გვაქვს იმისათვის, რომ ვიფიქროთ, მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მივაღწევთ,“- აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფოთში მეორე ტური ბექა ვაჭარაძესა და გიგი უგულავას შორის გაიმართება.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს