ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები შეფასდა ცალსახად პოზიტიურად - ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის - დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები ცალსახად პოზიტიურად შეფასდა.

„მე მინდა პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ და თავისუფალ გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის, დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა. ჩვენი კანდიდატები მეორე ტურში 20-ვე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი ღარიბაშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები შეფასდა ცალსახად პოზიტიურად - ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის - დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან არჩევნები ცალსახად პოზიტიურად შეფასდა.

„მე მინდა პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას მივულოცო არჩევნების წარმატებულად ჩატარება. არჩევნები ჩატარდა წარმატებულად, მშვიდ და თავისუფალ გარემოში და საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა ცალსახად პოზიტიურად. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად გაიმარჯვა და 47%-იანი შედეგით კიდევ ერთხელ მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს ნდობისთვის და მართვის მანდატის დამტკიცებისთვის, დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ძალები უკვე მერვედ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. ოპოზიციამ ვერ შეძლო მიეღწია მიზნისთვის და მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში, ანუ 31%-ში დაინიშნა მეორე ტურები. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებისას მეორე ტური დაინიშნა ოლქების 56%-ში. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მისასალმებელი შედეგია და ხაზს უსვამს იმ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა. ჩვენი კანდიდატები მეორე ტურში 20-ვე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებენ და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამ ნდობას გავამართლებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია