გურამ მაჭარაშვილი - ხოშტარიასთვის რაღაცის დროა და რისი დროა ვერ დაგვიმტკიცა

ხოშტარიასთვის რაღაცის დროა და რისი დროა ვერ დაგვიმტკიცა - თუ მას პარალელური დათვლის შედეგები ჰქონდა, მაშინ ეს გამოაქვეყნოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დისბალანსთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, დისბალანსი არ იყო ისეთი მასშტაბური, რომ შედეგებზე გავლება მოეხდინა.

„მე რაც ვიცი, „ქართული ოცნების“ მხრიდანაც იყო საჩივრები, ისევე როგორც ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ დისბალანსი არ იყო იმ ოდენობის, რომ შეიძლებოდა რაიმე ტიპის ზეგავლენა მოეხდინა არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ოპოზიცია ძალიან კარგად გამოიყენებდა და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს გამორჩებოდათ ეს ფაქტი, რომ მასშტაბები ყოფილიყო ისეთი, რომ შედეგებზე გავლენა მოეხდინა.

თქვენ იცით, რომ უბნების 10 პროცენტის გადათვლის მექანიზმი ჩვენი შემოღებულია და რაც მაქვს ინფორმაცია, ამ გადათვლის შედეგად მათ შორის, გამოვლინდა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ „ქართული ოცნების“ მომხრე ბიულეტენი. ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და გამჭვირვალედ ჩატარდა არჩევნები. ხოშტარიას რაც შეეხება, მისთვის რაღაცის დროა და რის დროა ვერ დაგვიმტკიცა. თუ ხოშტარიას პარალელური დათვლის შედეგები ჰქონდა, მაშინ ეს გამოაქვეყნოს. ჩვენ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა პარალელური დათვლა, რომელიც დაემთხვა ცესკო-ს შედეგებს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, მოძრაობა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის პროპორციულ ნაწილში, ბიულეტენების 40 %-ში დისბალანსია, მეტობა არის 26 უბანზე, რაც ნიშნავს, რომ ის ბიულეტენები ჩაიყარა და ეს უბნები უნდა გაუქმდეს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს