მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის მცდელობა, რომ დისბალანსი ავტომატურად წარმოაჩინონ როგორც ბიულეტენების ჩაყრის მტკიცებულება, ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრაა

ოპოზიციის მხრიდან მცდელობა, რომ დისბალანსი ავტომატურად წარმოჩენილი იქნას როგორც ბიულეტენების ჩაყრის მტკიცებულება, ეს არის ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დისბალანსის მიზეზის გარკვევის საშუალება მათ შორის ავტომატური გადათვლაა, რაც კანონით არის გათვალისწინებული და შემთხვევითი შერჩევის პრინციპს გულისხმობს. რაც შეეხება კონკრეტული უბნების გადათვლას, როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა მიზეზი აუხსნელია და ეს შესაბამისი ადმინისტრაციის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს.

„დისბალანსი ასეთი მყიფე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. არის ზოგიერთი შემთხვევა, როცა არ ემთხვევა მონაწილეთა რაოდენობა პროპორციულ და მაჟორიტარული პრინციპით, არის ეს ბევრგან, როცა ვიღაც შეიძლება აძლევდეს ხმას სხვადასხვა დისლოკაციის ადგილის მიხედვით, ამ შემთხვევაში შეიძლება ეს რაოდენობის სხვაობას იძლეოდეს. ასევე, შესაძლებლობა, ბიულეტენი დაიკარგოს, ეს ვერ კონტროლდება, შეიძლება ამომრჩეველმა ურნაში მოათავსოს სამიდან ორი ბიულეტენი, ეს იძლევა გარკვეულ ცდომილებებს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მექანიკურ შეცდომებს, ამიტომ ამის გადათვლის პრინციპი. ვიდრე არ იქნება გამოკვლეული რა შეიძლება იყოს მიზეზი ამგვარი დისბალანსისა, არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა. ამის დადგენის მექანიზმია გადათვლა, მათ შორის შემთხვევით შერჩევის პრინციპით და მეორე შემთხვევაა, როცა ამას გადაწყვეტს შესაბამისი ადმინისტრაცია ან სასამართლო. თუ აუხსნელია დისბალანსი და ეს ცდება რეალურ მონაცემებს ამ შემთხვევაში შეიძლება გადათვლა და არა ყველა დისბალანსზე, რადგან დისბალანსი შეიძლება აიხსნებოდეს მიზეზით, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა