თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. „COVID-19-თან ბრძოლის ამ ურთულეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სოციალური პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია.

თსსუ - უმაღლესი სამედიცინო განათლების ძირითადი კერა საქართველოში და მისი თანამშრომლები, სტუდენტები პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართული უხილავ მტერთან ბრძოლაში.

დღეს, როცა პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, მისი უპირველესი მოვალეობა - შეექმნა უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო 8000-მდე სტუდენტისთვის - დიდი წარმატებით შეასრულა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების სრული შემადგენლობა სავსებით აკმაყოფილებს სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის საჭირო სამი სავალდებულო პირობიდან ერთ-ერთს:

- სრულად ვაქცინირებულია;

- ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი;

- თსსუ-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში კვირაში ერთხელ უზრუნველყოფს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - უსაფრთხო უნივერსიტეტი!

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს