რუსთავის ციხეში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან დეკანოზი მივიდა, თუმცა მას ციხეში შესვლის უფლება არ მიეცა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიიდან დეკანოზი ამბროსი თორდია მივიდა, თუმცა მას ციხეში შესვლის უფლება არ მიეცა. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს ციხესთან განუცხადა, მას სურდა ყოფილი პრეზიდენტისთვის ხატი და ლოცვანი გადაეცა, თუმცა ვინაიდან ციხეში შესვლის უფლება არ მიეცა, საეკლესიო ნივთები ადვოკატებს გადასცა.

“რეგიონიდან გუშინ ჩამოვედი, ყველაფერი უნდა გავიგო, ასე რატომ არის და რატომ ხდება. მიხეილ სააკაშვილის მონახულება მინდა. პირველ რიგში, მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ეს სიკვდილის ტოლფასია და ის ქვეყანას ცოცხალი სჭირდება. სამეგრელოდან ჩამოვედი. ჯერ განცხადებაც არ დამიწერია შესვლასთან დაკავშირებით. მინდოდა რომ ჯერ ხატი გადამეცა, გადავეცი ადვოკატებს და თუ გადასცემენ არ ვიცი, ესეც არ შეიძლებაო, მითხრეს. მითხრეს შესვლა არ შეიძლებაო და ჯერჯერობით განმარტება არ უთქვამთ. ადვოკატებმაც მითხრეს, რომ მამაო, შანსი არ არის, მაინც არ შეგიშვებენო“, - აცხადებს დეკანოზი ამბროსი თორდია.

მისვე განმარტებით, უთხრეს, რომ ციხეში შესასვლელად შესაბამისი დოკუმენტაცია სჭირდება.

“იმისთვის, რომ შევიდე რაღაცები უნდა ავიღო, პირადობის მოწმობა, საპატრიარქოდან კურთხევა მინდა, მერე აქედანაც მჭირდება რაღაც საბუთი, რომ შემიშვან, კოვიდპასპორტი და ბევრი რაღაც მომთხოვეს”, - აცხადებს დეკანოზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა