„ევროპული საქართველოს" შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი და პარტიის წარმომადგენლები, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის პროცესს ესწრებიან

ვითხოვთ უბნის ხელახლა გადათვლას და თუ არაფერი აქვს ხელისუფლებას და საოლქო კომისიას დასამალი, კეთილი ინებონ და გადაითვალონ ეს უბანი. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ამ უბანზე გვაქვს მიღებული ხმები, რომელიც არის დამალული მიზანმიმართულად, ხოლო ჩვენი 2 წარმომადგენელი კი დაესწრება გადათვლის პროცესს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" შეთანხმებულმა ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარეგისტრირებულ და მისულ ამომჩეველთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ბიულეტენების რაოდენობა.

„ჩვენ ახლა ვართ საბურთალოს საოლქო კომისიასთან, 33-ე უბანთან დაკავშირებით სადაც "ევროპულ საქართველოს" ოქმის მიხედვით მიღებული აქვს 0 ხმა, ჩვენი ინფორმაციით ამ უბანზე ხმები გვაქვს მიღებული, ოღონდ ოქმში არ არის გაფორმებული და ეს ხმები არის დამალული, ფაქტობრივად, და ის ოქმში არ არის შეტანილი. ჩვენ საჩივრით ვითხოვთ ამ უბნის ხელახლა გადათვლას, ამ უბანზე ბევრი პრობლემაა, გარდა იმისა, რომ ხმები ოქმში არ არის შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესის ვიდეო გადაღება ევალებოდათ, აღმოაჩენთ, რომ ვიდეო გადაღების ფაილი არ არის გამოქვეყნებული, არ ჩაუწერიათ, ან ხარვეზიანია, ან მალავენ პირდაპირ და მიზანმიმართულად. ამავდროულად, ამავე უბანზე ბათილი ბიულეტინების რაოდენობა ბევრად მეტია, სხვა უბნებთან შედარებით და ამავდროულად, არ ჯდება ოქმებში ბალანსი, დარეგისტრირებულ და მისულ ამომჩეველთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ბიულეტენების რაოდენობა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საჩივარი შეგვაქვს, ვითხოვთ ხელახლა გადათვლას და თუ არაფერი აქვს ხელისუფლებას და საოლქო კომისიას დასამალი, კეთილი ინებონ და გადაითვალონ ეს უბნები. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ამ უბანზე გვაქვს მიღებული ხმები, რომელიც არის დამალული მიზანმიმართულად. ჩვენი 2 წარმომადგენელი კი დაესწრება გადათვლის პროცესს“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს