მიხეილ სააკაშვილის ადოკატი განმარტავს, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა.

როგორც ბასილაიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არ იყო.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი შიმშილობა. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხზე მიშასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ის მოვინახულეთ პარასკევს და განცხადება გავრცელდა გვიან ღამით. მექნება კომუნიკაცია მიშასთან და დავაზუსტებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი - მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეებს მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას. თუმცა, ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო, მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო. არ ვიცი, რას ემსახურებოდა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამ საკითხებს დავაზუსტებ მიშასთან. როგორც იცით, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ ექიმისგანაც მოვისმინეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. ჩვენთვისაც არის ხილვადი, რომ ამ ადამიანმა შიმშილობის ფონზე ბევრი კილოგრამი დაკარგა. დამატებით გარემოებებზე, ვიდრე მას არ შევხვდები, განცხადების გაკეთება გამიჭირდება“, - განაცხადა ბასილაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-9 დღეა შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები.

მათივე ცნობით, სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის მიღება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს