პრემიერი ბათუმში მომხდარზე - ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აჭარის მთავრობას მაქსიმალურად გვერდში დაუდგება იმისთვის, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინა და ფულადი კომპენსაცია დროულად გადაეცეთ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, ვინც დაკარგა ოჯახის წევრები. მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის, ყველასთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენც, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში ყველას გადაეცეს და ამის გარდა ფულადი კომპენსაციებიც, რათა საკუთარ სახლებში მოაწყონ შესაბამის პირობები.

ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ რეგულაციები, საერთოდ, ნებართვის გაცემის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული. პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, რომელიც იკვეთება ამ დანაშაულში, ამ უბედურ შემთხვევაში, ტრაგედიაში, ამას დავარქვათ გულგრილობა თუ გაუფრთხილებლობა, ამას ბუნებრივია, გამოძიება გასცემს პასუხს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს