საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცედურებზე ზედამხედველობა გაამკაცროს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს ხელისუფლებას სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცედურებზე ზედამხედველობა გაამკაცროს.

„სამწუხაროა, რომ ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო პროცესებზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობას. დაშენება-მიშენება და სხვა სახის რეკონსტრუქციული სამუშაოები არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას, გაამკაცროს ზედამხედველობა სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცედურებზე, ასევე მნიშვნელოვანია აღსრულებისა და კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ტრაგედიები“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025