მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო - რაჭაში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია

რაჭაში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ყურძნის მიმღებ ერთ-ერთ პუნქტზე არსებულ ვითარებას ადგილზე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე გაეცნო.

დეპუტატის ინფორმაციით, შტაბში, ამ ეტაპზე, 30-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველის პროცესში ერთვებიან.

„ყურძნის მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც გლეხებს მოსავლის დროულად რეალიზების შესაძლებლობას აძლევს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო ამონაწერი 1700-მდე მევენახეს აქვს აღებული.12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია და რთველის პროცესი უახლოეს დღეებშიც შეუფერხებლად გაგრძელდება",-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება